Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

აკრედიტებულია ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში.

ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ქ. რიადის გუბერნატორთან

2024 წლის 23 აპრილს, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ქ. რიადის გუბერნატორთან, პრინც ბანდარ ბინ აბდულაზიზ ალ საუდთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები, მათ შორის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, სტუმარმასპინძლობის და უძრავი ქონების სფეროში არსებული შესაძლებლობები.
 
რიადის გუბერნატორმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.