საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან
2023 წლის 21 დეკემბერს, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საუდ ალ-სატისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები, მათ შორის საქართველო-საუდის არაბეთის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა.
მინისტრის მოადგილემ, საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.