Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

აკრედიტებულია ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში.

ელჩმა შეხვედრა გამართა Saudia Airways-ის გენერალურ დირექტორთან

2026 წლის 18 მაისს, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა Saudia Airways-ის გენერალურ დირექტორთან, იბრაჰიმ ალ-ომართან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ავიაკომპანია Saudia-ს მიერ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყების შესაძლებლობა.
საუბარი ასევე შეეხო Saudia Group-ის შვილობილი ავიაკომპანიის, Flyadeal-ის მიერ საქართველოს მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაზრდასა და სეზონური ოპერირებიდან რეგულარულ რეისებზე ეტაპობრივ გადასვლას.
მხარეებმა ასევე განიხილეს Saudia Cargo-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაზრდის მიზნით