ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ავიაკომპანია SalamAir-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან
2026 წლის 23 ივნისს, ომანის სასულთნოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. რიადი) ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ავიაკომპანია SalamAir-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ადრიან ჰამილტონ-მანსთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ომანს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ტურისტული ნაკადების და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდას.
