Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

აკრედიტებულია ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში.

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა საუდის ფოსტის თავმჯდომარესთან

2025 წლის 5 მაისს, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა, შეხვედრა გამართა საუდის ფოსტის (SPL) თავმჯდომარესთან ანეფ ბინ აჰმედ აბანომთან.
 
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფოსტას და საუდის ფოსტას (SPL) შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის საფოსტო გზავნილების, ლოჯისტიკის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და ინოვაციური სერვისების განვითარების მიმართულებით.
 
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივი საიუბილეო საფოსტო მარკის გამოცემის შესაძლებლობაზე, როგორც ორი ქვეყნის მეგობრობის სიმბოლოზე.