ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან
2025 წლის 16 ივლისს, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საერთაშორისო მრავალმხრივი ურთიერთობების და საჯარო დიპლომატიის საკითხებში, აბდულრაჰმან ალ-რასისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთმხარდაჭერის და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
