Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

აკრედიტებულია ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში.

ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა Expo 2030 Riyadh-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან

2026 წლის 14 მაისს, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა Expo 2030 Riyadh-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ტალალ ბინ ჰუსეინ ალ-მარისთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს Expo 2030 Riyadh-ის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პავილიონის კონცეფციის განვითარებას, მის თემატურ ზონებში ეფექტურ განთავსებასა და ქვეყნის მაქსიმალურად პოზიტიურად წარმოჩენას ექსპოს მიმდინარეობისას.
Expo 2030 Riyadh გაიმართება საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში 2030 წლის 1 ოქტომბრიდან 2031 წლის 31 მარტამდე. მასში მონაწილეობას გეგმავს 190-ზე მეტი ქვეყანა. Expo 2030 Riyadh ქმნის უნიკალურ პლატფორმას, სადაც ქვეყნები გლობალურ აუდიტორიას საკუთარ ეკონომიკურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ პოტენციალს წარუდგენენ.