საქართველოს ელჩი შეხვდა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის საქართველო-საუდის არაბეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს
2024 წლის 16 იანვარს საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის (შურას საბჭო) საქართველო-საუდის არაბეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ფაიეზ აბდულლა ალშეჰრისთან.
მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზები, ასევე საქართველო-საუდის არაბეთის სამეფოს ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო გეგმები.