Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

აკრედიტებულია ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში.

ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის გარემოს დაცვის, წყლის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან

2025 წლის 7 ივლისს საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის გარემოს დაცვის, წყლის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან აბდულრაჰმან აბდულმოჰსენ ალფადლისთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებს საუდის არაბეთის სამეფოს ბაზარზე და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული საუდური სახელმწიფო და კერძო კომპანიების საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობებს, საინვესტიციო პროექტების ადგილზე გაცნობის მიზნით.