საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანია SALIC-ის მთავარ აღმასრულებელ ოფიცერთან
2024 წლის 21 აპრილს საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანია SALIC-ის მთავარ აღმასრულებელ ოფიცერთან სულეიმან ალრუმაიჰთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის მიმართულებით.
SALIC საუდის არაბეთის სამეფოს სახელმწიფო საჯარო საინვესტიციო ფონდის (Public Investment Fund) შვილობილი კომპანიაა, რომლის ძირითადი მიმართულება საუდის არაბეთის სურსათის უსაფრთხოების მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობის სექტორში არსებულ კომპანიებში ინვესტირებაა.