საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ჯედას რეგიონის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან
2026 წლის 25 მაისს, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ჯედას რეგიონის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან, მოჰამედ იუსუფ ნაგისთან.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, ასევე ქ. ჯედაში საქართველო–საუდის არაბეთის ბიზნეს და საინვესტიციო ფორუმის გამართვის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს საუდის კერძო სექტორსა და ქართულ კომპანიებს შორის პირდაპირი კავშირების კიდევ უფრო გარღრმავებას.
