ელჩმა შეხვედრა გამართა ომანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (OCCI) თავმჯდომარესთან
2026 წლის 22 ივნისს, ომანის სასულთნოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. რიადი) ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ომანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (OCCI) თავმჯდომარესთან, შეიხ ფეისალ ბინ აბდულლაჰ ალ-რავასთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-ომანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო ბრუნვის ზრდას, ინვესტიციებს და უახლოეს პერიოდში ბიზნესფორუმის ორგანიზების პერსპექტივებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ომანის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის (MoU) გაფორმების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას.
