Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

აკრედიტებულია ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში.

საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩი შეხვდა ავიაკომპანია Flynas-ის მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს

2024 წლის 13 მარტს საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ავიაკომპანია Flynas-ის მთავარ აღმასრულებელ ოფიცერთან და მმართველ დირექტორთან ბანდერ აბდულრაჰმან ალ-მოჰანასთან.
 
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ავიაკომპანიის არსებული ფრენები საქართველოს მიმართულებით და სამომავლო გეგმები, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისთვის ერთობლივი მარკეტინგული აქტივობები, ასევე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაზრდის მიზნით საჰაერო სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.