საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ რეგიონის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან
2025 წლის 16 ივლისს, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს აღმოსავლეთ რეგიონის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან, ბადერ ბინ სულეიმან ალ-რეზიზასთან.
შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ რეგიონში ერთობლივი ბიზნეს და საინვესტიციო ფორუმის გამართვის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორსა და ქართულ კომპანიებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარებას.
