Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

აკრედიტებულია ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში.

საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთის სამეფოში და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში სპეციალურმა წარმომადგენელმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC ) გენერალურ მდივანს

2024 წლის 12 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთის სამეფოში და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში სპეციალურმა წარმომადგენელმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC ) გენერალურ მდივანს, ჰისეინ ბრაჰიმ ტაჰას.
 
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები.
 
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია (Organisation of Islamic Cooperation) აერთიანებს 57 ქვეყანას და წარმოადგენს ერთ-ერთი გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას ისლამურ სამყაროში. 2018 წლიდან საქართველო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით არის წარმოდგენილი