ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სპორტის მინისტრის მოადგილესთან
2026 წლის 16 ივნისს საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სპორტის მინისტრის მოადგილესთან ბადრ ბინ აბდულრაჰმან ალ-კადისთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-საუდის არაბეთს შორის სპორტის სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და სპორტული კავშირების განმტკიცების შესაძლებლობებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების პერსპექტივები, მათ შორის სხვადასხვა სპორტის სახეობების საუდის გუნდების საქართველოში სავარჯიშო შეკრებების შესაძლებლობები.
