ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილესთან
2026 წლის 1 ივლისს საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილესთან იბრაჰიმ იუსეფ ალ-მუბარაქთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-საუდის არაბეთის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინვესტიციების, ეკონომიკისა და ვაჭრობის კომიტეტის მუშაობის მიმდინარეობა პირველი სხდომის მომზადების მიზნით, ასევე საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერისა და ქ. რიადში საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის გამართვის საკითხები.
