ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანთან
2025 წლის 5 მაისს, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, ჯასემ მოჰამედ ალბუდაივისთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს 2022 წელს გაფორმებული საქართველო-GCC ერთობლივი სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმდინარეობა, ასევე GCC-ს ფარგლებში საქართველოს და ყურის თანამშომლობის საბჭოს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხები.
