Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის სამეფოში

აკრედიტებულია ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში.

საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან

2024 წლის 29 მაისს, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან საერთაშორისო საკითხებში სულთან ალ-მუსალამთან.
 
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის ტურისტული შესაძლებლობების გაღრმავების სამომავლო გეგმები.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე და შეთანხმდნენ, შეინარჩუნონ აქტიური თანამშრომლობა ორმხრივი ვიზიტების ხელშეწყობისა და ტურიზმის სექტორში კავშირების განმტკიცების მიზნით.