ნიკოლოზ რევაზიშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს
2023 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს აბდულმაჯიდ ალსამარის.
შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო გეგმები. აბდულმაჯიდ ალსამარიმ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.