ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთს ციფრული მმართველობის ორგანოს გუბერნატორთან
2024 წლის 29 სექტემბერს, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთს ციფრული მმართველობის ორგანოს გუბერნატორთან, აჰმედ ალსუვაიანთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საუდის არაბეთის სამეფოსა და საქართველოში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის გეგმები, ასევე ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაფართოებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას.
საუდის არაბეთის ციფრული მმართველობის ორგანო არის მთავარი მარეგულირებელი სამეფოში, რომელიც შეიქმნა სამთავრობო სერვისების ციფრულ ფორმატში ტრანსფორმაციის მიზნით. მისი მთავარი მიზნები მოიცავს საზოგადოებისთვის მიწოდებული ციფრული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, მთავრობის ეფექტურობის გაზრდას და საჯარო სექტორში ინოვაციების გააქტიურებას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
