საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ჯედას რეგიონის გუბერნატორთან
2026 წლის 19 მაისს საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ჯედას რეგიონის გუბერნატორთან, პრინც საუდ ბინ აბდულლაჰ ბინ ჯალავისთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯედას რეგიონთან ტურიზმის, ბიზნესის და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას.
მხარეებმა ასევე განიხილეს ქ. ჯედაში საქართველო–საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის ჩატარების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
