ბაჰრეინის სამეფოში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების გენერალურ დირექტორთან
2024 წლის 8 ოქტომბერს, ბაჰრეინის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. რიადი) ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების გენერალურ დირექტორთან შეიხ აბდულა ბინ ალი ალ ხალიფასთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვაჭრობის, ინვესტიციების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებას.
