საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ რეგიონის გუბერნატორთან
2025 წლის 14 ივლისს, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ რეგიონის გუბერნატორთან, მის სამეფო უდიდებულესობა პრინც საუდ ბინ ნაიფ ბინ აბდულაზიზ ალ საუდთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს და საუდის არაბეთის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს ვაჭრობის, ინვესტიციების და ტურიზმის სფეროში.
პრინცმა საუდ ბინ ნაიფ ბინ აბდულაზიზმა გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საუდის არაბეთის აღმოსავლეთ რეგიონში არსებულ კერძო სექტორსა და ქართულ კერძო სექტორს შორის სამომავლო თანამშრომლობას.
